ახალი ამბები მსოფლიო

საქართველოს პარლამენტის სამძიმრის წერილი საფრანგეთს

საქართველოს პარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს 13 ნოემბერს პარიზში განვითარებული ტერორისტული აქტების გამო, რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა – ნათქვამია ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებაში.

“საქართველოს პარლამენტისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა მწუხარებას პარიზში განვითარებული ტერორისტული აქტების გამო, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ ვგმობთ ამ უგუნურ ძალადობას და აღვიქვამთ მას, როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმას. ამ უმძიმეს წუთებში გვერდში ვუდგევართ ფრანგ ხალხს და ვლოცულობთ ამ საზარელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის”, – ნათქვამია კობახიძის სამძიმრის წერილში.

იტვირთბა....