მთავარი ციტატა

“მესმის, ადამიანები არ არიან მზად კრიზისის დროს პასუხისმგებლობა აიღონ”- ბოკერია ვაშაძეზე

“რომ დავუბრუნდეთ გრიგოლ ვაშაძის ამბავს, ჩემი აზრით, სამარცხვინო ამბავია, რასაც ვხედავთ. მესმის, ადამიანები არ არიან მზად კრიზისის დროს პასუხისმგებლობა აიღონ, მაგრამ ამ ფორმით მოხსნა პასუხისმგებლობის, არის ძალიან ცუდი საქციელი საკუთარი პარტიისა და მთლიანად სხვების მიმართ. წულუკიანს უყვარს ხოლმე აგიოგრაფიული ნაწარმოების ციტირება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მართლა შესაბამისია, ირყეოდენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა.”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერტი ლიდერი

აღნიშნულით ბოკერია ჟურნალისტებთან ენმ- ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, როგორც ენმ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, “ჩაიშალა დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი.”

იტვირთბა....