მთავარი ციტატა

“ხელისუფლება უნდა დათანხმდეს, თუ ამ დასკვნით გაირკვევა, რომ შედეგები არსებითად შეიცვალა, დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნებს”- ხუხაშვილი

“საუკეთესო ფორმა ამის გაკეთების გახლავთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო შედეგებს და თანხმდება ხელისუფლება იმაზე, რომ დაიწყება დიდი საგამოძიებო პროცესი. ხელისუფლება უნდა დათანხმდეს, რომ თუ ამ დასკვნით გაირკვევა, რომ შედეგები არსებითად შეიცვალა, დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნებს. ახალი პარლამენტი იმ შემადგენლობით უნდა შეიკრიბოს, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს, მაგრამ მიიღებს რეალობას იმ დათქმით, რომ თუ კომისიის დასკვნა იყო უარყოფითი, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. მისცეს დროებითი ლეგიტიმაცია პროცესს, რათა საბოლოო ჭეშმარიტება დადგინდეს. კრიზისი კი არ დამთავრდეს, არამედ ის გადავადდეს.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

გადაცემა “კომენტარი”

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

იტვირთბა....