“კრიზისი სახეზეა. გასაგებია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ შეთანხმებაა საჭირო. ერთადერთი რაც ქართველ ამომრჩეველს დასადგენი აქვს, შეცვალა თუ არა ამ გაყალბებამ არსებითად არჩევნების შედეგები. ქუჩის აქციების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ გვჭირდება კომპეტენტური საქმის შეკერვა, საიდანაც დავთვლით ყველაფერს და დავინახავთ, რომ არსებითად შეიცვალა არჩევნების შედეგები. ამას სჭირდება შეთანხმებების მიღწევა. საუკეთესო ფორმა ამის გაკეთების გახლავთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
გადაცემა “კომენტარი”
შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.