მთავარი ციტატა

“როცა მოინდომებ, საავადმყოფოებში ადგილები გამოინახება”- თენგიზ ცერცვაძე

“ავადმყოფებმა ვისაც აქვს რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი ნიშანი, ყველამ მიმართოს ექიმს. მერე რა, იქ სასწრაფომ შეიძლება, დროზე ვერ უპასუხოს, დაიგვიანოს, შეიძლება დროზე ვერ წაიყვანოს საავადმყოფოში. როცა მოინდომებ გამოინახება ადგილები… ალტერნატიული ტელეფონები საიტებზე, მოძებნეთ, ალტერნატიულ ტელეფონებზე დარეკონ. უცხოეთის წამყვან ქვეყნებში, ყველაფერი ეს ხდება გაცილებით დიდ მასშტაბებში. ჩვენთან 1-2 დღე ვერ შეჰყავთ საავადმყოფოებში, იქ კვირებით ვერ შეჰყავთ. ჩვენთან ბინაზე გარდაცვალების 6 შემთხვევა იყო და უცხოეთში ასეულობითაა. სიკვდილიანობის დიდი ნაწილი მოდის იმ ავადმყოფებზე, რომელთაც არ მიმართეს ექიმებს და არ სჯეროდათ კოვიდის.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ფორმულასთან საუბარში საავადმყოფოებში ადგილების სიმცირის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

იტვირთბა....