ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: არ ვიცი, რაზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ იცის, კონკრეტულად რა დიალოგზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე.

როგორც მან „ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, ოპოზიცია ელოდება, რომ დიპლომატების ფასილიტაციით წარიმართება დიალოგი.

„არ ვიცი კონკრეტულად, რაზეა საუბარი. მე ვარ დიალოგის მოლოდინში, რადგან ჩვენ, ოპოზიციამ განვაცხადეთ მზაობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძე რაზე საუბრობს არ ვიცი, ალბათ გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ რაზეა საუბარი. ველოდებით ყველა, რომ დიპლომატების ფასილიტაციით წარიმართება დიალოგი. ეს მოლაპარაკება არ არის ჩაშლილი, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს და მოლოდინი მაქვს, რომ დიალოგი შედგება. მე, ჩემი პარტიის სახელით ვსაუბრობ. ამ ვითარებიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა ვნახოთ, ეს ფაქტია,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, ენმ-ის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა.

იტვირთბა....