ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმიანება.

მისი თქმით,აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის.

„მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

იტვირთბა....