ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ასე გაგრძელდა, ორიოდე თვეში დავეწევით და გადავასწრებთ ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგის მქონე სახელმწიფოს, სომხეთს” – გოცირიძე კორონავირუსზე

დღეს 45 ადამიანი გარდაიცვალა. ესეც ერთ-ერთი ყველაზე უარესი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, თუ ასე გაგრძელდა, ორიოდე თვეში დავეწევით და გადავასწრებთ ყოველ მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგის მქონე სახელმწიფოს, სომხეთს.

“საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 67 ათასს მიაღწია. თუ ასე გაგრძელდა, ორიოდე თვეში დავეწევით და გადავასწრებთ ყოველ მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგის მქონე სახელმწიფოს, სომხეთს. აზერბაიჯანს უკვე გავუთანაბრდით, სადაც 66 ათასი დადასტურებული ინფიცირებულია დღეისათვის. თუმცა, აზერბაიჯანის მოსახლეობა ორნახევარჯერ მეტია საქართველსთან შედარებით.

დღეს 45 ადამიანი გარდაიცვალა. ესეც ერთ-ერთი ყველაზე უარესი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.

ამის მიზეზი ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლაა. არაკომპეტენტური და ივანიშვილის კლანის ინტერესზე მორგებული ხელისუფლება კლავს!” – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....