ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობამ 65 მილიონი ლარი გადაიხადა სასტუმროების კარანტინზე, რომელიც დღეში 3,000 შემთხვევის ფონზე, თავადვე გააუქმა” – კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც კანდელაკი აღნიშნავს, გაზაფხულსა და ზაფხულში, მთავრობამ 65 მილიონი ლარი გადაიხადა სასტუმროების კარანტინზე.

“რამდენჯერაც სამართლიანად გავბრაზდებით იმაზე რომ საავადმყოფოებში საწოლები არ ყოფნით და ტელეფონს არავინ იღებს, იმდენჯერ გავიხსენოთ რომ გაზაფხულსა და ზაფხულში, მთავრობამ 65 მილიონი ლარი გლიჯა კორუფციულ და იდიოტურ სასტუმროების კარანტინზე რომელიც ახლა, დღეში 3,000 შემთხვევის ფონზე, თავადვე გააუქმა. ეს ჩვენი პარტფუნქციონერი კომუნისტა ექიმები, სიცივეში წყლის ჭავლის ზიანზე რომ ხმას არ იღებენ და თავზე ტალახს ისვამენ, ამ კრიმინალს ტაშს უკრავდნენ და ლიტვასა და ესტონეთს დასცინოდნენ, საიდანაც ტურისტულ ჩარტერებს ბლოკავდნენ – მაგათ ჩვენგან უნდა ისწავლონო, რა იციან ეპიდემიის მართვაო. დღეს, ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს ყველანაირი საზომით, პირველ რიგში კი გარდაცვლილთა რაოდენობით, შეუდარებლად უკეთესი სტატისტიკა აქვთ. ამ კრიმინალზე ხელისმომწერი მარიამ ქვრივიშვილი კი ოცნების სიაშია გამოჭიმული”, – წერს კანდელაკი.

იტვირთბა....