“მე წავალ და ვუყურებ თამაშს სტადიონთან. ტელეფონითაც რომ მომიწიოს ყურება ვუყურებ. მაინტერესებს შემდეგ როგორ დამაჯარიმებენ. ვიცი, რომ გირჩიდანაც მოდის რამდენიმე ადამიანი. ეკრანს მე არ “ვჩალიჩობ”, მაგრამ მივდივარ სტადიონთან. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქ ეკრანი იქნება, გჯეროდეთ ქართველი გულშემატკივრების. იქ ხალხი იქნება და ვნახოთ, როგორ დააჯარიმებენ ადამიანებს. თუ ნაკრებმა წააგო, ეს მთავრობის აბსურდული კანონის ბრალიც იქნება.”
იაგო ხვიჩია – გირჩის ლიდერი
“ფორმულა”
ხვიჩია მიიჩნევს, რომ გადაადგილების შეზღუდვაზე მთავრობის შემოღებული კანონი აბსურდულია და ამის გამო არ აპირებს, რომ ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესს თამაშს სახლში უყუროს.
შეგახსენებთ, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. დაპირისპირება ერთრაუნდიანია და დინამო არენაზე გამარჯვებული 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. მატჩი 21:00 საათზე იწყება და მინიმუმ 22:45 საათამდე გაგრძელდება.
ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლრბამ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა დააწესა.