ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არაოფიციალური ინფორმაციით, თეა წულუკიანი შესაძლოა პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ასევე, სააგენტოს ცნობით, წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზეც. წულუკიანის გაპრემიერების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი – წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“.

იტვირთბა....