მთავარი ციტატა

“საბოლოოდ ალბათ, საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ წავალთ”- ირაკლი სესიაშვილი

“რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ზეპოლიტიზებულ ვითარებაში ეს საკითხი ვერ დადგება. ოპოზიციას სრული უფლება აქვს შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელშიც ჩვენც ჩავერთვებით და ამ კომისიის ფორმატში შევძლებთ მტყუან-მართლის გარჩევას. საბოლოოდ ალბათ, ამისკენ წავალთ. თუ გამოჩნდა, რომ პასუხისმგებელმა პირებმა დაუშვეს ისეთი შეცდომები, რომელმაც გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პროცესზე, როცა კითხვას დამისვამთ, მექნება კონკრეტული პასუხი.”

ირაკლი სესიაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

“პალიტრანიუსი”

ცნობისთვის “ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

შემდეგ, მის განცხადებაზე ვაშაძემ დამატებით განმარტება გააკეთა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

იტვირთბა....