ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხალხი მასიურად წერს, რომ ვერ უკავშირდება სასწრაფოს, რომ შეტყობინებას ტოვებენ, მაგრამ შემდეგ არავინ უკავშირდება…” – ტორესა მოსი

მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიმართავს და პოსტს აქვეყნებს.

როგორც მწერალი აცხადებს, ის მზად არის მოხალისედ იმუშაოს ყოველ დღე და ასე დაეხმაროს სასრაფო დახმარების ცენტრს.

“ხალხი მასიურად წერს, რომ ვერ უკავშირდება სასწრაფოს, რომ შეტყობინებას ტოვებენ, მაგრამ შემდეგ არავინ უკავშირდება. არ ვიცი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მაქვს საკუთარი ლეპტოპი, თუ ეს შესაძლებელია, მზად ვარ ჩემი დროის რამდენიმე საათი, ყოველ დღე, მოხალისეობრივად დავუთმო გადაუდებელი დახმარების ცენტრს, დავჯდე და მინიმუმ ტელეფონს ვუპასუხო, მონაცემები ჩავინიშნო, შესაბამის ადამიანს მივაწოდო და თუ საჭირო გახდება შევახსენო სად არის დასარეკი. თუ კადრები და რესურსები არ გყოფნით, გვითხარით ამ ქვეყნის მოქალაქეებს, გასაგებია რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, მაგრამ ადამიანებს დღეს, აქ, ახლა სჭირდებათ დახმარება. ჰოდა, რაღაცა ვქნათ ყველამ ერთად, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი”, – წერს ტორესა მოსი.

იტვირთბა....