“ჩვენ გვყავს ერთი ბუნტისთავი „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი, რომელმაც სამწუხაროდ, ბრმად ჩაიბა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სიახლეს წარმოადგენდნენ ქართულ პოლიტიკაში. 1%-იანი ბარიერი იმიტომ დავუშვით, რომ შემოსულიყვნენ ახალი ძალები პარლამენტში. ეს პრინციპი დაირღვა. გვყავს ბუნტისთავი, რომელიც იტყუება სიცრუეზე და სიძულვილის ენაზე აგებული პოლიტიკით ცდილობს საზოგადოებაში აგრესია შემოიტანოს.”
ირაკლი სესიაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
“პალიტრანიუსი”
შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.