“ილიას ძებნის პროცესში ამ დრომდე სიახლე არ არის, მას ისევ აქტიურად ეძებენ. მისი გაუჩინარების შესახებ ბევრი ვერსია განიხილება და იქიდან გამომდინარე, რომ 4-თვიანი ძებნის პერიოდში რაიმე ახალი მტკიცებულება არ გამოჩენილა, რომელიმე ვერსიის გამორიცხვა შეუძლებელია. ძებნის პროცესში აქტიურად არის ჩართული ინტერპოლი და საქართველოს შსს. მე შს მინისტრთან პირდაპირი კომუნიკაცია მაქვს, თუმცა სიახლეები ჯერ არა რის.”
დავით ფილფანი – 13 წლის ილია ფილფანის მამა.
ამის შესახებ მან Report.ge-ს განუცხადა.
ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. ოჯახმა ბავშვის პოვნისათვის ფულადი ჯილდო დააწესა. ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.