“უპასუხისმგებლო ოპოზიცია, დესტრუქციის გზით, ხელისუფლებაში დაბრუნების ცდუნებით, სამსხვერპლოზე უშვებს საკუთარ მომხრეებს, რომლებიც რამოდენიმე დღეში საკუთარი თავისა და უმრავლესობის ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ წარმოჩინდება. მათი უსაფუძვლო მოთხოვნა კი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, მით უმეტეს პანდემიის გამწვავების ფაზაში, შესაძლოა, “იტალიური სცენარის” საფუძველი გახდეს.”
დიმიტრი ხუნდაძე – “ქართული ოცნების” წევრი
აღნიშნულით დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის მიერ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.