„უხერხულია, რომ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ვაპირებთ, თანმიმდევრულად წავიდეთ წინ, თავი მოვუყაროთ ჩვენს ადმინისტრაციას და განვიხილოთ, ვის ავირჩევთ მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ფაქტი, რომ მათ არ სურთ აღიარონ, რომ ჩვენ მოვიგეთ, დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს გეგმაზე და იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ წუთიდან 20 იანვრამდე.”
ჯო ბაიდენი –
ამის შესახებ ბაიდენმა დელავერში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ, დემოკრატი ჯო ბაიდენი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა.პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა – სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ჯო ბაიდენმა კი 284 ხმა დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.