“ქალბატონ სალომეზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს იმიტომ, რომ პრეზიდენტი ჩვენ არ გვყავს. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს, კიდევ კარგი გადარჩა, პაშინიანი ძვლივს გადარჩა ხალხის რისხვას და ამ დროს წაგებულ ომს ულოცავს ჩვენი პრეზიდენტი. ერთიც მოძმე ერია და მეორეც, მაგრამ ერთმა მოიგო, მეორემ წააგო და წაგებულს, მოგებულთან ერთად ულოცავს წაგებას. ამას არაფერი აღარ ჰქვია, დიაგნოზია უბრალოდ.”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი
“TV პირველი”