“ვართ ქუჩაში, ველოდებით ახალ არჩევნებს, როგორც კი ხელახალი არჩევნები ჩატარდება განახლებული კომისიით და სამართლიანი არჩევნებით, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით ხალხის ნებას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციურ ერთობას, ის უბრალოდ, ჩემი აზრით, ცდილობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს ამ პროცესში. ყველა სიტყვას ბუნებრივია, მისი განცხადებისას, არ ვეთანხმები, მაგრამ საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ცუდი არ არის.”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადებით ბურჯანაძე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.