ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს…” – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

მე რომ დამეწერა ეს განცხადება, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ. თუ გგონიათ, რომ ჩემს პოზიციას სრულად ეთანხმება ეს ტექსტი, შემცდარხართ – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, განცხადება, რომელიც მან “ფეისბუქ” გვერდზე გამოაქვეყნა, გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნოდა.

“სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე.

ჯერ ერთი, სამსაათიანი მთავარი იწყებოდა და მოგვაწოდა ბატონმა ვაშაძემ საკუთარი განცხადება (უკაცრავად, თქვენ თუ არ მოგაწოდათ და ჩვენთვის მოწოდება უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა). და როგორც კი მომივიდა მესიჯად ეს განცხადება, სრულიად უცვლელად, სამს რომ 2 წუთი აკლდა, ჩავუგდე პროდიუსერს და დავდე საკუთარ ფბ გვერდზე.

მეორე, მე რომ დამეწერა ეს განცხადება, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ. თუ გგონიათ, რომ ჩემს პოზიციას სრულად ეთანხმება ეს ტექსტი, შემცდარხართ”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....