ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი” – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, “პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაინფიცირებულების მოხვედრის შანსი თანდათან მცირდება.” ამის შესახებ მან “იმედის დღის” ეთერში განაცხადა.

„ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კლინიკას ამისი საშუალება არ გააჩნია.

მედპერსონალიც დაინფიცირებულია. თუმცა, ვინც მუშაობს – ექიმები, მედდები და სანიტრები აქ 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადასარჩენად იბრძვიან” –  განაცხადა ლევან რატიანმა.

იტვირთბა....