ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევების მიხედვით, კორონავირუსი ფსიქიატრიული დარღვევების განვითარების რისკს ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა “მირორი” აქვეყნებს.
მშრალი ხველა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა – ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რასაც კორონავირუსი იწვევს. ახალი კვლევების თანახმად კი, კორონავირუსი ზრდის ფსიქიატრიული აშლილობის, მათ შორის შფოთვის, დეპრესიისა და უძილობის განვითარების რისკს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ პაციენტები, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს, მაინც განიცდიდნენ შფოთვით აშლილობას.
მიუხედავად გამოჯანმრთელებისა, მაინც ნერვიულობდნენ ავადმყოფობაზე და კოვიდ-19-ის მიერ დატოვებულ უკუჩვენებებზე. ანალიზების დასკვნის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ფსიქიატრიული პრობლემები, კორონავირუსის შეძენის ალბათობა მაღალი აქვთ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ კვლევის ფონზე აუცილებელია, ფსიქიატრიული აშლილობა დაემატოს კოვიდ-19-ის სიმპტომებს.