aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“კულუარებში და კაბინეტებში გარიგებული არჩევნებით არ ლაგდება ქვეყანა” – დავით ჭიჭინაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრააობი” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ქუჩა უნდა ჩანაცვლდეს ყველა დონის საკანონდებლო ორაგნოების ტრიბუნით და მხარეები მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. როგორც “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე “მეტრონომთან” ამბობს, ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმებულია, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდეს.

“გრიგოლ ვაშაძის განცხადებას კომენტარს ვერ გავუკეთებ. იგი მიტინგზე იყო, მონაწილეობდა და დანარჩენი არ ვიცი. მე ვისაც ვიცნობ არავინ არის სხვა აზრსზე, რა აზრზეც იყო გუშინ. ასე რომ, პოლიტიკური პარტიები ამ თვალსაზრისით ისევ ერთიან პოლიზიციაზე იმყოფებიან.

მოპარული ხმები უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს. ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. კულუარებში და კაბინეტებში გარიგებული არჩევნებით არ ლაგდება ქვეყანა. ჯერ არავის ოფიციალურად არ განუცხადებია და არც პარლამენტში შესული გვინახავს” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მეტრონომთან.

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

თამარ შუკვანი

იტვირთბა....