aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ინტერნეტით გავიგე“ – სამადაშვილი ვაშაძის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ ინტერნეტით შეიტყო.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, ის შეხვედრებს არ ესწრება და ინფორმაციასაც არ ფლობს.

„არ ვიცი არაფერი. მეც ახლა ინტერნეტით გავიგე. ვერფერს გეტყვით. ალბათ, პარტია გააკეთებს განცხადებას. მე უბრალოდ არც შეხვედრებზე დავდივარ და არაფერი. ამიტომ თავს შევიკავებ. რამე რომ ვიცოდე, გეტყოდით.
არ ვარ საქმის კურსში და არ ვიცი, ეს განცხადება ნამდვილად გააკეთა, როდის და სად გააკეთა. მე პირადად საქმის კურსში არ ვარ. ამ განცხადების ნამდვილობაც კი არ ვიცი და აბა როგორ ვთქვა რამე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ინფორმაციითვის, „ნიუპოსტმა“ გაავრცელა გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელშიც მან პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

„ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით” – აცხადებს ვაშაძე.

იტვირთბა....