მთავარი ციტატა

“ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ”- კობახიძე

„ოპოზიციის განცხადება, რომ უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, არასწორი საუბარია საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ.”

ირაკლი კობახიძე –  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

იტვირთბა....