aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დავით ბერძენიშვილი: ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შეწყვეტისა და რუსული სამხედრო ძალების განლაგების საკითხს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება.

მისი შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანმა, ნებსით თუ უნებლიედ, ყარაბაღული ტვირთისგან, მარწუხებისგან გაათავისუფლა, მეტწილად, სომხეთი.

„ბევრი წელი დასჭირდებათ სომხებს ამის გასაცნობიერებლად… ბევრია სომხებში წარსულზე ორიენტირებული ხალხი. მაგრამ, ახალგაზრდები იქაც უფრო დასავლელები არიან. რუსებმა კი გაიჩინეს კიდე ერთი სამხედრო კერა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რუსეთის მოსალოდნელი მინგრევის( ეს ათწლეული მეიმედება) პროცესში დაიჟანგება რუსული ტანკები სამივე ქვეყანაში…

აგრესიული ხალხი ერევანში პარლამენტში შევარდა, ამჟამად “მხოლოდ” დაარბია, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არ დაუხოცავთ… ჯერჯერობით?

ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი, განწირული იყო ყარაბაღით დაბმული სომხეთი…

P.S. აღარც აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეინარჩუნებს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებას. მან სიმართლეს გაუსწორა თვალი, იომა და როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხდებოდა. გაბედა და გაუბედავი ტერ- პეტროსიანისგან განსხვავებით, ადეკვატურად მოიქცა. სტეპანაკერტი, ლაჩინის დერეფანი სომხურ/ რუსული კონტროლით ჯერჯერობით შეინარჩუნა.

ტერ – პეტროსიანმა ვერც ხელისუფლება შეინარჩუნა და ორ ათეულ წელზე მეტიც დააკარგინა სომხეთს. სიმართლე ესაა, ჩემი აზრით.

ფაშინიანის ახალგაზრდობისდროინდელი სტატია რამდენიმე კვირის წინ აქ გამოვაქვეყნე.. წარსულის და წინაპრის ტყვეობიდან გავთავისუფლდეთო, წერდა“. – წერს ბერძენიშვილი.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.

ამავე შეთანხმების თანახმად, 10 ნოემბრიდან, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
გადაწყვეტილებას სომხეთში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მათი ნაწილი კი მთავრობის სახლში შეიჭრა.
რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია.

იტვირთბა....