მთავარი ციტატა

“ვფიქრობდი, როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, ასე გაყოს ქვეყანა ორ ნაწილად”- ხუხაშვილი

“ამ დღეებში ვფიქრობდი, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში (მათ შორის ჩემთვისაც), რაც წესით კაცთმოყვარეობის დასტური უნდა იყოს, ასე გაყოს ქვეყანა ორ ნაწილად და იმოქმედოს პრინციპით – ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. პასუხი, სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და ბანალურია – მის ქველმოქმედებას აქვს ფასი და ეს ფასია მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტი, რომლის მონეტიზაცია ხდება აბსოლუტური ლოიალობით და ეს საფასური მუდმივად ხმოვანდება კობახიძის მიერ…”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

გუშინ, 9 ნოემბერს აქციაზე , მოძრაობა “სირცხვლიას” სამი აქტივისტი დააკავეს. ამას წინ უძღოდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება. არსებული ინფორმაციით მათ პარლამენტთან შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მანამდე კი, 8 ნოემბერს,  ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რუსთაველის გამზირიდან  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

იტვირთბა....