ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 47 390 გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობას 4 780 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....