როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა დეკანოიძე აცხადებს, ავტომობილით მიმავალი ის პოლიციამ გააჩერა და საბუთები მოთხოვა. მოგვიანებით ის ამოქმედებული ბოლო რეგულაციებიდან გამომდინარე, 2 000 ლარით დააჯარიმეს.
დეკანოიძე აცხადებს, რომ ის ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.
შეგახსენებთ, პანდემიიდან გამომდინარე, დღეიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომელიც 22 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში გამოსვლას კრძალავს.