მთავარი ციტატა

“იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მას. ვიღაცისგან წიხლიო, არ არისო საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ…” – გამყრელიძე გვარამიას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას პასუხობს და აცხადებს, რომ ცდილობენ მის პოლიტიკურ პროცესში ჩათრევას.

“იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მას. ერთ უბრალო ანდაზას ვიხმარ, ვიღაცისგან წიხლიო, არ არისო საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ. აი ასე შევუთვლი დღეს.

გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემდამი იკადრა, მე მას პასუხს არ ვცემ. სულ ცდილობენ, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ, არა ბატონებო, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. გუშინ დასმული იყო კითხვა ჩემდამი პოლიტიკური ქვეტექსტით, რა უნდა მექნა, არ გავეცი პასუხი, მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა. იცის, ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მე მას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....