ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის – ბერლინალეს ერთობლივი პროექტი, Books at Berlinale აცხადებს კონკურსს რომანების შესარჩევად.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მსოფლიო პანდემიის გამო, მეთექვსმეტე Books at Berlinale Berlinale, 2021 წლის 16 თებერვალს, ონლაინ გაიმართება.
„Books at Berlinale-სთვის შეირჩევა 10-ზე მეტი წიგნი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ონლაინ-კატალოგში. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება გამომცემლებისა და ლიტერატურული აგენტების ღონისძიებები, რათა აუდიტორიას წარუდგინონ და გააცნონ წიგნები. 17 თებერვალს გაიმართება ინდივიდუალური ონლაინ-შეხვედრები წიგნის გამომცემლებსა და ფილმების პროდიუსერებს შორის. განაცხადის შევსებისთვის საჭიროა არსებობდეს წიგნის გრძელი სინოფსისი და საცდელი თარგმანი ინგლისურ ენაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა ინგლისურ ენაზე და გადააგზავნოთ მისამართზე [email protected]. განაცხადების მიღება გრძელდება 2020 წლის 3 დეკემბრამდე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე“. –აცხადებენ მწერალთა სახლში.

