ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადაუდებელი საჭიროებისთვის, ღამით გადასაადგილებლად, გაიცემა ერთჯერადი  საშვები

საკოორდინაციო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვების დონზე, მოქალაქეებს 22:00 საათის შემდეგ, გადაუდებელი საჭიროებისთვის ერთჯერადი, დროებითი საშვის აღება შეეძლებათ.

ამისათვის საჭიროა ცხელ ხაზზე – 144-1 -ზე დარეკვა.

აღნიშნული შესაძლებლობა 18:00 საათიდან ამოქმედება.

ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც, 22:00 საათიდან, 05:00 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად – ისე ტრანსპორტით, იზღუდება.

შეზღუდვა დღეიდან, 9 ნოემბრიდან ამოქმედდა.

იტვირთბა....