საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჩატარება, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტების მეშვეობით“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.
ამასთანავე, ბოლო 24 საათში, ვირუსს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.