“8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყვნენ კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე. ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის. ბოლო ინფორმაცია რაც არის, ხვალ იქნებ დავილაპარაკოთო. მაშინ როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია დაგველაპარაკოს. სანამ შეხვედრა არ შეგდება არცერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოტეტური დაპირებისა არ სჯერა.
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი..
ამის შესახებ მან დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ. ოპოზიციამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 20:00 საათამდე მისცა.