მთავარი ციტატა

“დრონი მოგვტაცეს – მოვითხოვთ, დაგვიბრუნდეს ჩვენი მიტაცებული ტექნიკა!“ – ნიკა გვარამია ხელისუფლებას მიმართავს

„დრონი ავწიეთ, გადავიღეთ უამრავი ხალხი და ჰაერში ჩაახშეს და მოგვტაცეს! ვითხოვთ, შეწყდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, რაც წარმოადგენს დანაშაულს, და მოგვეცეს კონსტიტუციით გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად გავაშუქოთ მოვლენები! ასევე, მოვითხოვთ, დაგვიბრუნდეს ჩვენი მიტაცებული ტექნიკა!“

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ამის შესახებ ის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით წერს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

ადგილზე მუშაობს “მეტრონომის ” რეპორტიორი, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის შესახებ.

იტვირთბა....