ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალუირ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმიანება.
როგორც ნიკა გვარამია წერს, მას არცევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ახარებს, ვინაიდან მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პერიოდში საქართველოს რუსეთისტვის გადაბარება ხდებოდა.
გვარამია პოსტი იმ ხარვეზებზე წერს, რასაც, მისი თქმით, დონალდ ტრამპის დროს ჰქონდა ადგილი.
“ცხოვრებაში პირველად მიხარია ამერიკაში დემოკრატის პრეზიდენტობა. რატომ? იმიტომ, რომ არასდროს არავის არ დაუშვია მისი გავლენის სფეროს (საქართველოს) რუსეთისთვის გადაბარება იმდენად, რამდენადაც ტრამპს; იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ჩემი სამშობლო ისე რუსული, როგორც ტრამპის დროს; იმიტომ, რომ არავის არასდროს არ დაუშვია, რომ სამი წელი საქართველოში ამერიკას ელჩი არ ყოლოდა, გარდა ტრამპისა. ელჩი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია ქართველი პატრიოტებისთვის; იმიტომ, რომ არასდროს არავის არ გადაუყლაპავს სოფლის ბოლო რუსი ოლიგარქის მიერ ელჩის დაბლოკვა და სამი წელი უელჩობა; იმიტომ რომ არავინ გაწოლია ისე რუსეთს, სამყაროს მთავარ ბოროტებას, როგორც ტრამპი; იმიტომ, რომ ბოდიში და მახატია ამერიკის ეკონომიკაში რა ხდება და დასაქმების ინდექსი როგორია; იმიტომ, რომ ამერიკა ჩემთვის, ჩემი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიის იმპორტი და რუსეთის დედის***აა, და არასდროს არ ყოფილა ეს კრიტერიუმები ისე დაჩლუნგებული, როგორც ტრამპის დროს. ხოდა, აი ამიტომ!,”- წერს ნიკა გვარამია.
დემოკრატი ჯო ბაიდენი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა.პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა – სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ჯო ბაიდენმა კი 284 ხმა დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.