aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გამოვა, რომ ოპოზიციამ გაუთვლელად გაამწვავა სიტუაცია და დამარცხდა, რაც ისევ მთავრობას გააძლიერებს”- გია ნოდია

“ცხადია, ოპოზიციის არშესვლით ეჭვის ქვეშ დადგება პარლამენტის არაფორმალური ლეგიტიმურობა. მაგრამ ვის თვალში? თუ საერთაშორისო საზოგადოებას ვგულისხმობთ, მთავრობაზე მეტად ამ შემთხვევაში ოპოზიცია დაზიანდება… უფრო რადიკალური მოთხოვნების (მაგალითად, არჩევნების შედეგების ზოგადი გაუქმების) დაყენებაც შესაძლებელია, მაგრამ, დიდი ალბათობით, მათ ვერ მივაღწევთ; მით უმეტეს, ამ შემთხვევაში „ოცნება“ დასავლეთის მხარდაჭერითაც შეიარაღდება. გამოვა, რომ ოპოზიციამ გაუთვლელად გაამწვავა სიტუაცია და დამარცხდა, რაც ისევ მთავრობას გააძლიერებს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი, გია ნოდია

სოციალური ქსელი

გია ნოდია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე იმ არგუმენტებს ასახელებს, რატომაც უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. ამასთან, ხვალ, 8 ნოემბერს, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს. 

 

იტვირთბა....