6 ნოემბერს დღის განმავლობაში და 7 ნოემბრის ღამით საბრძოლო ოპერაციები ძირითადად აღდერეს, აღდამისა და ხოჯევანდის მიმართულებებით ხორციელდებოდა – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგის მე-6 სამთო-მსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დანაკარგი განიცადა.
„ამჟამად, საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.