გამოდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ნებისმიერი სიახლის ან ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, თითქმის ყოველ წელს, ნოემბრის თვეში ქვეყნდება.
როგორც naec.ge-ში „მეტრონომს“ განუცხადეს, 2021 წლის გამოცდებისათვის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება.
„ნებისმიერი სიახლის ან ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, თითქმის ყოველ წელს, ნოემბრის თვეში ქვეყნდება, რადგან საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ ვაანალიზებთ გამოცდების შედეგებს და ვატარებთ საცდელი ტესტირებებსაც ( სხვადასხვა სახის დავალებების გამოცდა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს). ცენტრმა წელსაც, პროცესის დასრულებისთანავე დაიწყო მზადება 2021 წლის გამოცდებისათვის. რადიკალური ცვლილება არ იგეგმება. დეტალურ ინფორმაციას, 2021 წლის გამოცდების შესახებ, აბიტურიენტებს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“. – გვითხრეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
თამთა ქარქაშაძე