“რიგგარეშე არჩევნები არის გარდაუვალი და ნებისმიერი სცენარი, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ალბათ მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს, ეს ერთი წლის განმავლობაში აუცილებლად მოხდება.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “დღის ამბბეში” განაცხადა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.
ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან მოხსნასა და მის სისხლის სამართლის დანაშაულით გასამართლებას ითხოვენ.