“ამ პრობლემებს ხელისუფლება ვერ გადალახავს, სულ რომ წავიდეს ოპოზიცია სახლებში. აქედან გამომდინარე, რომც არაფერი გააკეთოს ოპოზიციამ, თვითონ ექნებათ რამდენიმე თვეში საქმე გასაქცევად, რადგან ამ პრობლემებს ვერ მიხედავენ.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “დღის ამბბეში” განაცხადა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.
ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან მოხსნასა და მის სისხლის სამართლის დანაშაულით გასამართლებას ითხოვენ.