მთავარი ციტატა

“ხმების გადათვლის დროს პრეტენზიები არ განუცხადებიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიებთან მიტინგს აწყობდნენ”- მდინარაძე

“მაგალითად, ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი. და ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ პრაქტიკულად, იმიტომ რომ პრეტენზიები შიგნით, გადათვლის დროს არ განუცხადებიათ ოპოზიციის და იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ.”

მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის ლიდერი 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხმების ხელმეორედ გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე.

შეგახსენებთ, ოპოზიციური ძალაბი ცესკოს მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიცია ცესკოს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას გასამართლებას ითხოვს.

ამასთან, როგორც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, ცესკოს თავჯდომარემ საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გააყალბას ხელი შეუწყო და ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს.

იტვირთბა....