“კახა კალაძემ ალბათ არჩევნებზე დაახლოებით იმდენი იცის, რამდენიც მე ვიცი ფეხბურთის წესებზე და დამერწმუნეთ, ბევრი არ არის ჩემდა სამწუხაროდ. მან დღეს ისაუბრა იმაზე, რომ მაგალითად მთაწმინდის ოლქი გადავთვალეთ და იგივე შედეგები დაჯდაო. ვის ატყუებს ამით? რატომ არ გადათვალა გლდანი მაგალითად? რატომ გამოყარა საჩივრები ისნიდან, ქუთაისიდან ან მარნეულიდან? ყველა ძალიან კარგად ხვდება ამას და ნუ აყენებენ შეურაცხყოფას საქართველოს მოქალაქის ინტელექტს და ასევე მოთმინებას, რომელიც ამდენი ხანი გამოიჩინეს.”
თინა ბოკუჩავა – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
“პოლიტიკის ფორმულაში”
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა და მოქალაქეებს მოუწოდა, კვირას, 15:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.