ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა მოიხადოს თუ არა კორონავირუსი ყველამ?” – რა განმარტებას აკეთებს ეპიდემიოლოგი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი გადაცემაში – “პირადი ექიმი” კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე აქტიურ კითხვებს პასუხობს. 

უნდა მოიხადოს თუ არა კორონავირუსი ყველამ? – ამ კითხვის საპასუხოდ ზახაშვლიმა განაცხადა, რომ კოვიდ 19-ს ყველა ვერ მოიხდის და ეს მისი, როგორც ეპიდემიოლოგის აზრია.  

„ეს დაავადება სხნაირაად ვერ განიხილება. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. როგორც ეპიდემიოლოგი ვთვლი, რომ ყველა ვერ მოიხდის. ჩემი მრწამსით თუ საზოგადოების წევრობით ეს არაადამიანური მიდგომაა და რადგან ამის უკან დგას წართმეული სიცოცხლე, რომელიც უპირველესი კატეგორიაა და არ შეიძლება განვიხილოთ ჩემი გადარჩენის ხარჯზე სხვისი სიკვდილის ალბათობა. მიმაჩნია, რომ საზოგადოება ასე არ უნდა წავიდეს. დღეს როდესაც ირჩევენ დაავადების შეჩერების სწრაფ გავრცელებას, ეს სწორედ იმ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული“, – განაცხადა ზახაშვილმა გადაცემა „პირად ექიმში“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 14 525 აქტიური შემთხვევაა. აქედან მძიმედ 619 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 423-ს შეადგენს.

ამასთან, 2 438 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, ხოლო 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 094 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 31 370 ადამიანია.

იტვირთბა....