ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხონის მუნიპილატეტში პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა

ხონის მუნიპილატეტში სოფელ კონტუათში, 54 წლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა. “ინტერნეტპრესნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ამავე სოფლის სკოლაში დაწყებითები კლასის დამრიგებელი იყო.

როგორც სკოლის დირექტორი, გიორგი სანოძე აცხადებს, ქალი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და წუხელ გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი დილით დაიღუპა.

ინფორმაციისთვის, გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ქუთაისში ცხოვრობდა. ხოლო გარდაცვლილების შესახებ ინფიცირების შესახებ მათმა შვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მდგომარეობა დამძიმდა, მათთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ მოიძებნა. 

ამავე თემაზე იხილეთ: „თქვენ მომკალით, დედი, მამიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!… შემეშვით, მამაც აღარ მყავს!“

 

იტვირთბა....