“ყველამ კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტი, რომელიც ასევე, გაყალბებული არჩევნების შედეგად აირჩა, რეალურად ივანიშვილს სჭირდება თოჯინად, ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ მორიგი ინსტიტუცია აკონტროლოს და შესაბამისად, ხარჯი, რომელიც პრეზიდენტზე იწევა, შეგვიძლია ვთქვთ, რომ არის გაუმართლებელი, რადგან პრეზიდენტი საქართველოს არაფერს სძენს.”
სერგი კაპანაძე – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის შიდა მივლინებები ბიუჯეტს ჯამში 21 364 ლარი დაუჯდა.