საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღეიდან მეტროსადგურების შესასვლელებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო.
მგზავრთა ნაკადის კონტროლი ხდება რიგების მართვის მეშვეობით, რათა შეძლებისდაგარად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია. მგზავრთა ნაკადს მეტროპოლიტენის თანამშრომლები დააკვირდებიან. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება.
“ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება “ვარკეთილის”, “ახმეტელის თეატრის”, “დიდუბისა” და “სადგურის მოედნის” მეტროსადგურებზე.
იხილეთ “მეტრონომის” ვიდეო.