„სკოლები არ უნდა დავხუროთ, ბოლო მომენტამდე, რათა არ დავუშვათ, რომ გვყავდეს Covid-19-ის გამო დაკარგული თაობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
პარალელურად, WHO-ს რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ყურადღება პირბადეების ტარებაზე გაამახვილა:
„პირბადეეების მასობრივად ტარებით და შეკრებებზე მკაცრი კონტროლის დაწესებით, ჩვენ თებერვლამდე შევძლებთ, გადავარჩინოთ 266 000 სიცოცხლე, ევროპის რეგიონში“, -განაცხადა კლუგემ.
ინფორმაციისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსმა 49 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა.