ფესბუქზე სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდი შეიქმნა. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
როგორც პრეციდენტი სოციალურ ქსელში წერს, მის მიმართ არასწორ ინფორმაციას ე.წ. ტროლები ავრცელებენ.
“Facebook-ზე შეიქმნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდი, რომლითაც ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით, ე.წ. ტროლები ორგანიზებულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, — წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.