ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ქაჯეთის ციხეა… სამწუხაროა, რომ თითოეული ეს პოლიციელი კანონს არღვევს

სამგორის რაიონის მეექვსე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი მივიდა.

მას სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა სამართალდამცველები არ უშვებენ.

„50 პოლიციელია მობილიზებული და მე ერთი ადამიანი ვარ მოსული. ქაჯეთის ციხეა. ერთი ხაბეიშვილსგან უნდა დაიცვან თავი. ქურდები და გამყალბებლები არიან. სამწუხაროა, რომ თითოეული ეს პოლიციელი კანონს არღვევს. ვისგან იცავენ შენობას, ვინმე აქციას ატარებს? რამე უკანონოს ვითხოვ?“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....